Hario
Hario დაარსდა 1921 წელს, როგორც სითბოს მიმართ მდგრადი მინის მწარმოებელი. დღეს ისინი სპეციალიზირებულნი არიან შუშის, ხის, ფაიფურის, ფოლადისა და სხვა გამძლე და თანამედროვე მასალებისგან დამზადებულ ულამაზეს და პრაქტიკულ ყავის მოსადუღებელ მოწყობილობებში. დღემდე, Hario არის ყავის აღჭურვილობის ძალიან პოპულარული მწარმოებელი და მათი V60 სერიის ძაბრები ყავის სამყაროში კულტად იქცა. ასევე ამზადებენ მაღალი ხარისხის მანუალურ ყავის საფქვავს; მათგან ყველაზე ცნობილია, კლასიკური Skerton და მისი მემკვიდრეები Skerton Pro და Skerton+.